ერთადერთი კითხვა მაქვს: ბიძინა ივანიშვილი რა აზრისაა დღევანდელ „ოცნებაზე" - გახარია

პუბლიკა

„ერთადერთი კითხვა რაც მაქვს, რაზეც პასუხი ვერ მოვიფიქრე – რა აზრის არის ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ „ოცნებაზე,” – ამბობს გიორგი გახარია ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში.

ყოფილი პრემიერ-მინისტრმა, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანიის ეთერში ტელეწამყვან გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, დარწმუნებულია „ოცნების“ წევრებსაც აინტერესებთ რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ მმართველ გუნდზე: „დარწმუნებული ვარ, „ოცნების“ რიგით წევრებსაც ეს ძალიან აინტერესებთ“.

„თქვენ როგორ ფიქრობთ”? – ტელეწამყვანის ამ კითხვაზე გიორგი გახარიამ თქვა, რომ არ იცის.