ერთადერთი, რაც პროცესს აკლია პოლიტიკური ნებაა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს - დეგნანი

პუბლიკა

„ერთადერთი, რაც პროცესს აკლია, ეს გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს საზოგადოებაში და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

„მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში ის არის, რომ 19 აპრილის შეთანხმება მიღწეულია პოლიტიკური ლიდერების და პარტიების მიერ, რომელიც ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს და რეფორმებს, რაც ქვეყანამ უნდა გადადგას იმისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი დემოკრატია, ეკონომიკა და სხვადასხვა სფერო. არსებობს ყველანაირი მექანიზმი, ამ შეთანხმებაში მოცემულია გზამკვლევი და ორიენტირი იმისა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს რეფორმები. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აკლია, ეს გახლავთ პოლიტიკური ნება, რომ პოლარიზაცია დასრულდეს საზოგადოებასა და ქვეყანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეგნანმა.