„ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავაკვირდეთ, ესაა და ეს" - კობახიძე რუსეთი მიმდინარე მოვლენებზე

პუბლიკა

ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ დავაკვირდეთ – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ეს არის და ეს“ – ამბობს კობახიძე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას მოწოდებას,  უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ, კობახიძე ამბობს, რომ „ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც არ უთქვამს”.

„ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია. ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ სჭირდება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.