„ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“,- წერს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე.
„რუსული კანონის მიღების წინააღმდეგ ღირსეული პროტესტის მესამე ღამე! ერთი მხრივ ქართველი ხალხია, მეორე მხრივ – 83 დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა ჩვენი ევროპული მომავლის წინააღდეგ. ხალხი ყოველთვის იმარჯვებს!“,- წერს პრეზიდენტი.
დღეს რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, კანონპროექტს მხარი „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა დაუჭირა.