ერთი საინტერესო შემთხვევა გვაქვს, რომლის კონტაქტიც არ ვიცით და ვიკვლევთ – იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ახალი შემთხვევებიდან ერთია საყურადღებო, დანარჩენი ცნობილი შემთხვევების კონტაქტებია, მაგალითად, ეროვნული ბანკის თანამშრომლების კლასტერის გაგრძელება, ასევე, ბოლნისის შემთხვევის გაგრძელება და ა.შ.

„ერთი შემთხვევა გვაქვს  ამ ეტაპზე, რომლის ინტენსიური კვლევაც ამჟამად მიმდინარეობს. ძალიან საინტერესო შემთხევვაა. ეს არის შემთხვევა, როდესაც საქმე გვაქვს ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ, ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.