ერთი შემთხვევის ჰოსპიტალური მართვა, საშუალოდ 2000 ლარი ჯდება – გაბუნია

პუბლიკა

„ერთი შემთხვევის მართვა, შემთხვევის მართვაში ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას, მაგრამ არა სხვა დანარჩენს, საშუალოდ, ეს არის, დაახლოებით, 2 000 ლარი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნაიმ.

მისი განმარტებით, ეს რიცხვი არის „უხეში გათვლა“, შეფასების ნიშნული, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება 10 ათასი ლარი დასჭირდეს პაციენტის მკურნალობას, რიგ შემთხვევაში კი – 500 ლარიც. მისი თქმით, 2000 ლარი არის საშუალო რიცხვი. „საშუალოდ, ჩვენ ვიყენებთ 2 000-ლარიან შეფასების ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის”, – აღნიშნავს გაბუნია.

„ეს არ ითვალისწინებს იმ ინსვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და კიდევ უნდა გაიწიოს, მაგალითად, ჟანგბადის უზრუნველყოფის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის; საინვესტიციო ხარჯი სისტემის მომზადების, ეს არის კიდევ ცალკე“, – განაცხადა გაბუნიამ.