ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადა 1 თვით გახანგრძლივდა

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ერთი თვით – 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.

მთავრობა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმართავენ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

„ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ერთი ფეხმძიმე პაციენტია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში  იმყოფება 4346  ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 247 პირი“, – ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში.