ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

პუბლიკა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 2 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად უნდა გაიარონ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge .

მათივე თქმით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად გაიმართება.

„რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ“, – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.