„ნაციონალურ მოძრაობის “ცნობით, რომ ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ვარშალომიძე დააკავეს.
„ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა – წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა.
„არსებობს საფრთხე ექსტრადიციის, ამიტომ ახლა ამ წუთას ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში.
ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული, გასაგებია რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.