„ერთიანი საქართველოს“ პრემიერობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე იქნება

პუბლიკა

„ჩვენი გუნდის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ქალბატონი ნინო ბურჯანაძე იქნება, თუმცა განსხვავებით სხვა პარტიების ლიდერებისგან, ყოველ წუთს ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, რადგან საქმიანი ხალხი ვართ“, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ეტაპრობრივად ვახორციელებთ ჩვენს ქმედებებს, ჯერ ჩატარდეს ნორმალური საპარლამენტო არჩევნები, გაყალბების გარეშე. ჩვენ შევიდეთ სოლიდურად და რა თქმა უნდა, ჩვენი [პრემიერობის] კანდიდატი იქნება ნინო ბურჯანაძე“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

გიგლა ბარამაძის წარდგენას იქვე, ეთერში გამოეხმაურა თავად ნინო ბურჯანაძეც.

„ბ-ნ გიგლას ნათქვამს დავამატებდი ერთ რამეს, რომ ეს არ არის ჩვენი ისეთი ამოცანა, რომლის გამოც შეიძლება საქმე გავაფუჭოთ. თუ იქნება უკეთესი კანდიდატურა… ჩვენ არადროს გავაფუჭებთ საქმეს ჩვენი პირადი კანდიდატურის ან პირადი ამოცანის გამო“, – განაცხადა ბურჯანაძემ.