ერთმანეთს უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ - რატიანი

პუბლიკა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია 91 პაციენტი, მათგან 75 კოვიდინფიცირებულია. რეანიმაციაში მკურნალობენ 8 პაციენტს. 5 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე. ამ დროისთვის არსებული ეპიდსიტუაცია ჟურნალისტებს საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა გააცნო.

ლევან რატიანმა მოსახლეობას სოციალური დისტანციის მოწოდებით მიმართა:

„დადგა მომენტი, რომ ერთმანეთს უნდა დავცილდეთ. უნდა დავცილდეთ იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა გადავრჩეთ. დაცილების ერთ-ერთი გზა არის ფიზიკური დისტანცია, მაგრამ ერთი გამონაკლისით – დესოციალიზაციის გარეშე. ძალიან ვთხოვ ყველას, რომ ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ამდენს, თუ არ დაიცავით ერთი რამ: დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით”, – მოუწოდა რატიანმა მოქალაქეებს.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ 37 პაციენტს პნევმონია აქვს, რესპირატორული დისტრესით გამოხატული. სტაბილურია ორსულის მდგომარეობა, რომლის ანალიზიც 14 დღეში შემოწმდება და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი გაწერის შესახებ. ასევე, სტაბილურია მოზრდილების მდგომარეობაც და რატიანი იმედს გამოთქვამს, რომ მალე ისინი გაეწერებიან. გუშინ კლინიკაში კორონავირუსი ინფიცირებული 11 პაციენტი მოთავსდა. მათგან რამდენიმე ექიმია.