„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილი ბათუმში უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის დაყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ამაზრზენია ის, რაც ბათუმში მოხდა, ერთნაირად სამარცხვინო ხალხია ის, ვინც ნაგავს აყრის ადამიანს და ისიც, ვინც ამას მიესალმება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს ურნით ნაგავი თავზე დააყარეს. ინციდენტის ამსახველ ვიდეოს მოძრაობა „ალტერნატივა“ ავრცელებს.
როგორც ჩავლეიშვილი აცხადებს, ის საჯარო პირია და თმენის ვალდებულება აქვს.
ირაკლი ჩავლეიშვილი საარჩევნო ბლოკის ენმ – „ძალა ერთობაშიას“ სიაში „რესპუბლიკური პარტიიდან” მოხვდა. არჩეულმა დეპუტატმა დეკემბერში განაცხადა, რომ ტოვებდა „რესპუბლიკურ პარტიას“ და ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად შევიდოდა აჭარის უმაღლეს საბჭოში.