ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი - კობახიძე ლომჯარიაზე

პუბლიკა

„პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი“, – ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვას, რომელიც სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას ეხებოდა. კობახიძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

ნინო ლომჯარიამ დღეს განცხადა, რომ „გასაკვირი არაა, რომ 8 აგვისტოს წინ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა, ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსების მიმართ, სიყვარული არ გამოხატონ, თუმცა ეს უკანონო ფორმებში არ უნდა გადაიზარდოს“.

„ეს არის გაუგონარი განცხადება. როდესაც სახალხო დამცველად წოდებული ადამიანი პირდაპირ ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში, ეს არის წარმოუდგენელი. პირდაპირ ჩანს, რომ ეს ადამიანი არის არა ომბუდსმენი, არამედ ანტიომბუდსმენი. დღევანდელი განცხადებით, მან ეს კიდევ დაადასტურა. ჩვენი სახალხო დამცველის განცხადებას არ მომწონს, წარმოიდგინეთ, ადამიანს უკავია ამხელა დონის თანამდებობა და აკეთებს წარმოუდგენელ განცხადებებს და ვიღაც რიგითი რუსეთის მოქალაქე რომ ცუდად იქცევა, ეს აბსოლუტურად არ არის გასაკვირი“, – განაცხადა კობახიძემ.