ეს ადამიანი ასევე ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან - მდინარაძე ღარიბაშვილზე

პუბლიკა

რა კრიტერიუმებით აარჩიეს ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარსადგენად – ამ შეკითხვას ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პასუხობს. ის რამდენიმე კრიტერიუმს ასახელებს:

► ეს ადამიანი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და თავის დროზე ეს მან დაამტკიცა;

► ეს ადამიანი ასევე ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასთან;

► ასოცირდება ძალიან ბევრ წარმატებულ პროექტთან.

►ასოცირდება საქმისა და გუნდის (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) ერთგულებასთან;

► და დღეს დამატებით, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას დაუგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება პროფესიონალიზმის თვალსაზრისით და პროფესიული თვალსაზრისითაც – ის არის წარმატებული მინისტრი. თქვენ იცით რამდენად წარმატებულია თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა, რამდენად გვაახლოებს ეს საქმეები NATO-სთან, მათ შორის და როდესაც ჩვენი დეკლარირებული, გაცხადებული პოზიციაა, რომ 2024 წელს საქართველომ უნდა განაცხადოს დასაბუთებულად პრეტენზია ევროკავშირის წევრობაზე, მათ შორის, როდესაც კრიტერიუმებზე ვსაუბრობთ, NATO-სთან ასე წარმატებით მოთანამშრომლე მინისტრი სხვა კრიტერიუმებთან ერთად, ალბათ, იმსახურებს, რომ ჩვენი ნდობა მოიპოვოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატის პოსტზე”, – განაცხადა მდინარაძემ.


„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. დღეს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომაზე გადაწყვეტილება მიიღო.