თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას დედა საქართველოშია. ის შვილის თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და დღეს გამომძიებელთან შეხვედრას გეგმავს.
„დღეს უნდა მივიდე ექსპერტიზაზე და გავესაუბრო გამომძიებელს. ეს არ იყო თვითმკვლელობა, ამაში დარწმუნებული ვარ. შემთხვევამდეც მქონდა მასთან კომუნიკაცია, ფაქტობრივად ყოველდღე ორ საათს ვლაპარაკობდით. ძალადაობასა და გაუპატიურებაზე არაფერი უთქვამს. მანქანის გაცვლაზე არაფერს გეტყვით, რადგან მეც ზუსტად არ ვიცი. ვის მიერ გაუპატიურებაზეცაა საუბარი, ჩვენი ახლო ნაცნობია, სამუშაოდ ჩამოვიდა საქართველოში“, – აცხადებს აისუ აიტპაევა [TV პირველის თარგმანი].
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 5 მაისს, თბილისში, ბ.თ.-მ ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა.ა. გააუპატიურა. ბ.თ.-ს ქმედების შედეგადაც მძიმე ფსიქო-ტრავმულ მდგომარეობაში მყოფი ა.ა. მერვე სართულიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება სასჯელის სახით 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.