ეს არის დრომოჭმული, ჩემი აზრით, არქაული ფორმა - იოსელიანი სააკაშვილის შიმშილობაზე

პუბლიკა

„ეს არის დრომოჭმული, ჩემი აზრით, არქაული ფორმა“, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას.

იოსელიანი არ იზიარებს შიმშილობას, როგორც პროტესტის ფორმას.

„არ ვთვლი, რომ პოლიტიკური მიზანი ღირს ადამიანის ჯანმრთელობად და სიცოცხლის რისკად, ამიტომ არავის, არც მიხეილ სააკაშვილს და ჩემი პარტიის წევრიც და ლიდერიც რომ იყოს,   არ მოვუწონებდი შიმშილობის დაწყებას პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის დრომოჭმული, ჩემი აზრით, არქაული ფორმა“, – განაცხადა იოსელიანმა.