ეს არის გადადგმული დიდი ნაბიჯი, რომელიც სჭირდება ქვეყანას - ბოკერია შეწყალებაზე

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ „ტვ პირველის“ ეთერში შეაფასა პრეზიდენტის გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ. მისი თქმით, ეს არის ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. თუმცა  აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმებიდან გადასაწყვეტი დარჩა გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი და შემდეგ კი საკონტიტუციო ცვლილებები.

„1ბუნებრივია, მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ახლა მოვისმინეთ პრეზიდენტისგან. ეს არის კარგი ნაბიჯი ქვეყნისთვის. ეს არის დიდი გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ნორმალიზაცია, რისკების შემცირება, რაც უხვად აქვს ჩვენს ქვეყანას, არსებითად უფრო ნორმალური წინასაარჩევნო პერიოდი. ერთი ნაწილი დარჩა ამ შეთანხმებაში, ეს არის გიორგი რურუას გათავისუფლება ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი შეფასებით, შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელშიც გიორგი რურუას გათავისუფლების შემდეგ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას. მერე გვექნება მწვავე, კრიტიკული საარჩევნო კომპანია, არსებითად უფრო ნორმალური, ვიდრე ეს აქამდე გვქონია და ეს არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის იწყალებს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს.

მისი თქმით, ის არ იწყალებს სხვისი თხოვნით, ან კარნახით.