გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და აღნიშნავს, რომ ეს არის რუსეთის ჩარევა. ის მიესალმება ამ გავლენის მიმართ მოსახლეობის წინააღმდეგობას და ამის შესახებ Sky News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვინც არ ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, ისევე, როგორც ეს, უფრო აგრესიული გზით, გვინახავს უკრაინაში. პუტინს არ შეუძლია, რომ არ ჩაერიოს ზოგჯერ სამხედრო, ზოგჯერ გავლენის გზით სხვა ქვეყნებში, რაც არ არის კარგი მსოფლიოსთვის, თავისუფლებისა თუ დემოკრატიისთვის.
ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ გავლენას და ვემხრობით მის მიმართ ხალხის წინააღმდეგობას. ვფიქრობ, ეს უნდა გააკეთონ – პუტინმა აჩვენა, რომ ის არ არის კარგი მსოფლიოსთვის, თავისი მეზობლებისთვის”, – განაცხადა მან.