ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ - მდინარაძე „პატრიოტთა ალიანსის" ბანერზე

პუბლიკა

„სიმართლე გითხრათ, თავიდან „ფეიკი” მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!”, – უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერს. ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო” – წერია აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე.

„სამართლიანი არჩევნების” (Isfed) იურისტის ნინო რიჟამაძის შეფასებით, ბათუმი-სარფის გზაზე „პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერი შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას ჰგავს.
მისივე თქმით, ორგანიზაცია აპირეს, როცა პროცედურულად ამის შესაძლებლობა იქნება, მიმართოს ცესკოს ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით.