„ეს ცუდი გზავნილია მეგობრებისა და პარტნიორებისთვის“ - ლანდსბერგისი მედიაციის შედეგზე

პუბლიკა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მორიგ წარუმატებელ მედიაციას ეხმაურება. მისი თქმით, „ეს ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებსა და პარტნიორებს“.

„მადლიერი ვარ კრისტიან დანიელსონისა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის საქართველოში მედიაციის მისიისათვის. ვწუხვარ და იმედგაცრუებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ეს ცუდ სიგნალს უგზავნის მეგობრებსა და პარტნიორებს. გარკვეული პერიოდი საჭიროა გააზრებისთვის“, – აცხადებს ლანდსბერგისი.