ეს დიდი საქმე, ბუნების დიდი სიყვარული - გახარია დენდროლოგიურ პარკზე

პუბლიკა

„გუშინ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. ეს არ იყო მნიშვნელოვანი დღე მხოლოდ გურიისთვის. ეს იყო მნიშვნელოვანი დღე საქართველოსთვის, როდესაც გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რიგითი მოქალაქეებისთვის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი – უნიკალური პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შედეგად“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „მიუხედავად სამწლიანი ცილისწამებისა და თეთრზე შავის ძახების, საბოლოოდ მაინც სიმართლემ გაიმარჯვა და საქართველოს მოქალაქეები თავიანთი თვალით ხედავენ თუ რამხელა შრომის შედეგია ეს პარკი“.

„წლების განმავლობაში ცილისწამების მიუხედავად, ეს დიდი საქმე, ბუნების დიდი სიყვარული, ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნისთვის უნიკალური პარკი (ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის უნიკალური, ეს გახლავთ მსოფლიოში უნიკალური პარკი) ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბავშვებისთვის და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის“,– ამბობს გახარია.

როგორც გიორგი გახარია დასძენს, „ყველამ ერთხელ უნდა დავინახოთ, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის მიუხედავად, სიმართლე მაინც იმარჯვებს“.