საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სამეგრელოში პარტიის საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს ხვდებიან.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ჟურნალისტებმა მას გუშინ ოპოზიციის ნაწილის მიერ წარდგენილ თბილისის მთავრობის ჩრდილოვან კაბინეტზე ჰკითხეს.
„ეს ფარსი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის პრეზენტაცია. რა შეიძლება ამაზე კომენტარი, გარდა იმისა, რომ ისინი 30 ოქტომბერს სასტიკად დამარცხდებიან.
… ეს არის თავის მოტყუება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუება. ისინი თავს აჯერებენ, ატყუებენ და ამის შემდეგ ცდილობენ, რომ რაღაც განცდა შექმნან, უცხოელების თვალში, მათ შორის, რაღაც კოალიციური ერთგვარი ჩანასახი გააკეთეს თუ რაღაც. მე ვფიქრობ, ყველაფერი ნათელი და ცხადია ყველასთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ ოპიზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თბილისის მთავრობს ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარუდგინა საზოგადოებას.