ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის პოლიტიკური და პიროვნული უფლებების დარღვევაა - სამადაშვილი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი „ქათული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომ ოპოზიციის დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს, პოლიტიკური და პიროვნული უფლებების დარღვევას უწოდებს.

„ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ოპოზიციის პოლიტიკური და პიროვნული უფლებების დარღვევა, იმიტომ, რომ ჩვენ დავწერეთ განცხადება და ამ გადაწყვეტილების დაკმაყოფილება, ვფიქრობ, უნდა მოხდეს ავტომატურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, გადახედოს თავის პოზიციებს მოლაპარაკების პროცესში, მაშინ საერთოდ გაუგებარია ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს სამადაშვილი „TV პირველთან“.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია არ გადაიხედება.


პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება” ოპოზიციის წარმომადგენელ 51 დეპუტატს მანდატს არ შეუწყვეტს. ამის შესახებ მან მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის შესახებ პლენარული სხდომა პარლამენტში დღეს უნდა გაიმართოს.