ეს იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ - იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, აცხადებს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე შეფასება მისი კომპეტენცია არ არის.

„თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, ამ ყველაფერს თვალყურს ვადევნებ, მაგრამ ამ საქმეს წარდგინების შემდეგ, როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს და ალბათ, ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, შეფასებები კი მერე უნდა გაკეთდეს. თუმცა ჩვენი, როგორც სახალხო დამცველის ინსტუტუტის, მხრიდან ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომელზეც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ“, – განაცხადა მან.

„ქართულმა ოცნებამ” სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 1 სექტემბერს გამოაცხადა. „ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაუგზავნა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო წარდგინება, რომელშიც მიუთითებს, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, როცა  მთავრობის უარის მიუხედავად, უცხო ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები და ვიზიტები მაინც გამართა.