აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ეს კანონპროექტი იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობისთვის და აშშ-ისთვის, რომ გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობასთან პარტნიორობა.
„ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მან.
ნედ პრასის თქმით, ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებებისთვის და მათ მიაღწიეს დიდ პროგრესს, თუმცა კანონპროექტი საფრთხეში აგდებს ამას. პრაისის განცხადებით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.
„აღნიშნული კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს ზოგიერთ უფლებას, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ.
ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი,
ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და შეწუხებულები იმის გამო, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის, თუმცა ასევე იმიტომ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ არის საქართველოს პარტნიორი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ მის გვერდითაა და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფებები გარკვეულ შემთხვევაში იყო არაფერი, გარდა იდეისა“, – გაანცხადა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, ეს კანონი თუ წინ წაიწევს, საქართველო-ამერიკის ურთიერთობასა და პარტნიორობას, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნება საფრთხე.
„ჩვენი ძლიერი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი საუბრობს მკაფიო ხმით. ზუსტად ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით, იმათი ჩახშობის ძალისხმევით, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას იყენებენ. ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. თუმცა საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მთელს მსოფლიოში მთავრობებმა, რა თქმა უნდა, თბილისში მთავრობის ჩათვლით, მოუსმინოს თავის ხალხს“, – განაცხადა პრაისმა.