ეს იყო დაბარება იმ ადგილას, სადაც თვითონ უნდოდა - ვოლსკი პაპუაშვილის მიწვევაზე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ერთერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მოწვევა შეაფასა და მას შეურაცხმყოფელი უწოდა.

რუსლან სტეფანჩუკმა რუსების მიერ განადგურებულ ქალაქში, ბუჩაში, სადაც ოკუპანტებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აწამეს და დახვრიტეს,  მიიწვია მსოფლიოს სხდავასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმდჯომარეები, მათ შორის პაპუაშვილიც.

„ეს მოწვევა, რომელიც ნოტით არის გამოგზავნილი, მოწვევას არ ჰგავს, უფრო არის რაღაც ნიშნის მოგებით გაკეთებული, არათუ მოწვევა, არამედ დაბარება იმ ადგილას, სადაც თვითონ მიაჩნია საჭიროდ, რომ ვინმე უნდა ჩავიდეს – განაცხადა ვოლსკიმ.