„ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება" - სარჯველაძე სამხარაძის გინებაზე

პუბლიკა

„ეს იყო გარკვეული ადამიანური სისუსტის გამოვლინება, რომელიც ვიხილეთ და არ იყო სასიამოვნო სანახავი, ნამდვილად”, – ასე აფასებს მოქალაქეების მიმართ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძის გინებას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

მისი თქმით, დიმიტრი სამხარაძის გუშინდელი განცხადებები არ არის გამოხატვის ფორმა, რომელსაც თავად ამართლებს და ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა არ მიიჩნევს, რომ ეს მანდატის დატოვების საფუძველია.

„ნამდვილად არ მიქმნის დისკომფორტს ის, რომ პარლამენტში არჩეულ ადამიანებთან ერთად ვახორციელებდე მანდატს. რაც შეეხება გამოხატვის ფორმას, რომელიც უცენზუროა, ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მაგრამ განზოგადება, რომ ეს „ქართული ოცნების“ ყველა წევრისთვის არის დამახასიათებელი, მცდარი იქნება. ასევე არასწორი იქნება ვინმეს დამუნათება იმის გამო, რომ ვინც ასეთ ფორმებს მიმართავს, მის გვერდით პარლამენტში ჯდომა უხერხულია”, – განაცხადა სარჯველაძემ.


„ქართული ოცნების” დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ გუშინ, 3 ივლისს „ოცნების” ოფისთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს აგინა.