ეს ჰგავს მცდელობას, პოპულარიზაცია მოუტანოს თავის პიროვნებას - ვოლსკი მკოიანზე

პუბლიკა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ მკოიანის სახელით მისი უფლებდამცველის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ არის საჭირო მკოიანის მიერ ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება. მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს უპირისპირდება არა მის პიროვნებას, არამედ იმ საუკეთესო ინტერესებს რომელიც ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას გააჩნია… ეს ჰგავს მცდელობას, პოპულარიზაცია მოუტანოს თავის პიროვნებას და ყურადღება მიიქციოს. საზოგადოება გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი“, – ამბობს ვოლსკი.

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ მკოიანის სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან მას დაემუქრნენ და პოლიტიკიდან ჩამოშორება მოსთხოვეს, მოგვიანებით კი ფულის გამოძალვა სცადეს. ადვოკატის ინფორმაციით, დეპუტატის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამოც ის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს.