ელისაშვილი: ეს [მუშტი] უნდა მოხვდეს ყველას ცხვირში, რაც მოხვდა მდინარაძეს აგენტურულ სიფათში 

პუბლიკა

ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაესხა თავს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მდინარაძე დილიდან რუსულ კანონს წარადგენს. ელისაშვილმა მას სახეში მუშტი სწორედ ამ წარდგენისას ჩაარტყა.

„გაილახა მდინარაძე ხოშიანად. ხომ ვთქვი, რომ მე გავაკეთებ გასაკეთებელს. უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით. ეს კანონი ტ…ში უნდა გავუკეთოთ, ან ქართველები ვართ, ან მონები და არ ვართ მონები. ხომ ნახეთ. ეს მოხვდა მდინარაძეს იმ რუსულ „სიფათში“. ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ. ვისაც საქართველო გიყვართ გარეთ გამოდით, რა მნიშვნელობა აქვს „ნაცი“, „ქოცი“, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი და არ უნდა შევიდეს ეს კანონი”. – თქვა ელისაშვილმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის შენობიდან გარეთ გამოვიდა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ თავადაც სცემეს.

იურიდიული კომიტეტის სხდომა შეწყდა. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ მდინარაძე ტრიბუნასთან დაბრუნდა.