საქართველოს პრეზიდეტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მას და როგორც აღნიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპა არსად მიდის.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დღეს „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მისი პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციისთვის საქართველოში დაბრუნდება.
„მადლობა ბატონო პრეზიდენტო! ეს ნიშანია იმის, რომ ევროპა არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს, “- წერს სალომე ზურაბიშვილი.