ტელეკომპანია „იმედის“ დილის ეთერში თეა წულუკიანს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევის შესახებ დაუსვეს კითხვა.
„თეატრალური სამყარო დიდი ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს. 30-მდე თეატრის სამხატრო ხელმძღვანელს ეწურება ვადა. პანდემიის პირობებში არჩევნები გაიმართება თუ გადაიწევს? როგორ მოხდება ამ ადამიანების შერჩევა?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა წულუკიანს.
მისი თქმით, მას ჯერ ამაზე არ უფიქრია და ეს რიცხვი დამოკლეს მახვილივით აქვს თავზე.
„მე ამაზე ჯერ არ მიფიქრია. ეს რიცხვი დამოკლეს მახვილივით მაქვს თავზე და თუ ხანდახან სანთლებს დამინთებთ და ჩემზე ილოცებთ, მადლიერი ვიქნები“. – განაცხადა თეა წულუკიანმა.