,,ეს საბურთალოა" - ალეკო ელისაშვილმა წიგნის პრეზენტაცია გამართა

პუბლიკა

პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, და საბურტალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა ,,ბუკიას ბაღში” საკუთარი წიგნის პრეზენტაცია გამართა.

წიგნის სახელია – ,,ეს საბურთალოა, ერთი -უბნის ამბავი”.

ელისაშვილის თქმით, საბურთალოს შესახებ ცნობებს ის წლების განმავლობაში აგროვებდა. პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს, შეეძლოთ წიგნი 1 ლარიდან ზევით ნებისმიერ ფასად შეეძინათ. როგორც მაჟორიტარი ამბობს, შემოსული თანხა მის საარჩევნო კამპანიას მოხმარდება.

,,არ გვაწყენს ვიცოდეთ წარსული იმ გარემოსი, იმ უბნის, სადაც ვცხოვრობთ. ცოდნა აღვივებს სიყვარულს და იქნებ ამ წიგნმაც ისე გაუღვივოს ვინმე მავან ,,დეველოპერს” საბურთალოსადმი სიყვარული, რომ კიდევ ერთი მახინჯი კორპუსის სადმე წიხლით ჩატენვაზე ხელი ააღებინოს. ეს ან მოხდება ან არა, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ საბურთალოს შესახებ, რამდენიმე ამბით მეტი ეცოდინება ყველა მკითხველს ვიდრე აქამდე იცოდა. შეიძლება კიდევ უფრო მოსიყვარულედ და მზრუნველადაც შეხედოს მერე ამ უბანს. აი ეს იქნება ჩემთვის დიდი საქმე – ე.ი. ამაო არ ყოფილა ამ წიგნზე შრომა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პრეზენტაციაზე.