დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილ პაციენტს, ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს.
„ჩემი აზრით, ეს საკითხი შესაცვლელია. ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა. ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანს კოვიდი აღარ დაემართება“, – განაცხადა იმნაძემ.
საქართველოში პირველი დეკემბრიდან ე.წ. „მწვანე პასპორტების“ სისტემა ამოქმედდება. მწვანე სტატუსი აქვთ პირს, ვინც სრულად ვაქცინირებულია, გადატანილი აქვს კორონავირუსი ან წარადგენს PCR ან სწრაფ ტესტის ნეგატიურ პასუხს.