ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი ღონისძიებებისა და წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება შენელდეს. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის დაგდება.
„ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, როგორიც არის, მაგალითად, საღამოს საათებში, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა. ეს შეიძლება იყოს უქმე დღეებში, ან კვირის რომელიმე ერთ კონკრეტულ დღეს, ან სხვადასხვა დასახლებაში როგორც ტრანსპორტის შეჩერება, ასევე სხვადასხვა დიდი სავაჭრო ცენტრის ან სხვადასხვა სახის დიდი გადაადგილების – ბაზრობების ან ბაზრების მუშაობის შეჩერება.
ეს არის ყველა ისეთი ღონისძიება, რომელიც არის წერტილოვანი ხასიათის, რომელიც გამოიყენება იქ და იმ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და ყველა ამ ღონისძიების გამოყენება არის იმ პრაქტიკასა და ცოდნაზე დაფუძნებული, რომელსაც ვხედავთ მეზობელ ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.