ეს ვირუსი გახდება ჩვენი ცხოვრების თანმდევი, მაგრამ ასეთი აგრესიულობის გარეშე, – ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი.
მისი თქმით, როდესაც იწყება ახალი პანდემია, ვირუსი ბობოქრობს. ბობოქრობს ადამიანის ორგანიზმიც. „დადგება მომენტი, შეწყვეტს ბობოქრობას ვირუსი და ადამიანი მას დაავადების გარეშე გადალახავს”, – ამბობს რატიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით 252 ადამიანია ინფიცირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია – 63.