ესაა ძლიერი გზავნილი ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაზე - ჰარცელი შრომის რეფორმაზე

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელის ეხმაურება შრომის კანონმდებლობაში გატარებულ ცვლილებებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ნიშანდობლივი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში შრომის პირობებთან დაკავშირებით და ძლიერი გზავნილი საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.

„შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები მოიცავს ევროკავშირის კანონმდებლობის ყველაზე მნიშვნელოვან ვალდებულებებს, რომლის შესრულება საქართველომ იკისრა, განსაკუთრებით ეს ეხება შრომითი უფლებების და დასაქმებულთა უფლებების დაცვას, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას, კოლექტიური შემცირებებისგან დაცვას, ანტიდისკრიმინაციულ და გენდერული თანასწორობის შესახებ დებულებებს.

მოუთმენლად ველით, რომ დამოუკიდებელ შრომის ინსპექციას დავეხმაროთ საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსით, ასევე მოუთმენლად ველით, 2021 წელს, როდესაც გაწაფული და ეკიპირებული თანამშრომლები საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგებიან – ქართული დასაქმებულებისა და მთლიანად საზოგადოების კეთილდღეობისთვის”, – აღნიშნავს ის.


პარლამენტმა შრომის რეფორმის კანონი მიიღო. გუშინ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს.

შრომის ინსპექციის შესახებ კანონპროექტის მომხრე 85 დეპუტატი იყო, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს კი 82 მომხრე ჰყავდა. საბოლოო ჯამში, პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი ბოლო, მესამე მოსმენით მიიღო.


საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს ცვლილებებს შრომის კოდექსში, და ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ.