ესაა პირდაპირი შეტევა სახელმწიფოსა და ჩვენს ეკლესიაზე - ღარიბაშვილი „TV პირველის“ ჟურნალისტს

პუბლიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს  „TV პირველის“ ჟურნალისტს მიმართა და აღნიშნა, რომ გუშინ, 11 თებერვალს ტელეკომპანის ეთერიდან ანტისახელმწიფოებრივი გადაცემები იხილა.

„გუშინ ის ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი გადაცემები, რაც მე ვიხილე თქვენი ტელევიზიის ეთერში, სადაც პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჩვენს პატრიარქსა და ეკლესიაზე.  ეს არის პირდაპირი მტრობა, ეკლესიისა და სახელმწიფოსი. ეს არის თქვენი იდეოლოგიის, უფრო სწორად თქვენი მეპატრონისა და დამფინანსებლების, ვინც ამ ტელევიზიის უკან  დგას, მათი იდეოლოგია. ტელევიზია პირდაპირ იმართება „ნაცმოძრაობის“ მიერ”, – მიმართა მან ჟურნალისტს.

„TV პირველის” გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი იყო მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელმაც ილია მეორეს უწმინდური უწოდა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.