ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები – კობახიძე

პუბლიკა

„ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის მერე რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ და უფრო მდაბიოს, ეს იყო ძნელად წარმოსადგენი“, – ასე შეაფასა დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მოსმენისას პარლამენტში განვითარებული მოვლენები.  პარლამენტში არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

„თუმცა ესეც მოახერხეს. მე ვთქვი სხდომთა დარბაზში და კიდევ ვიტყვი, იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭთა კავშირისა და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი საქართველოში თავისი ღირებულებებით. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენეს. ელენე ხოშტარია იყო. ის დავინახე და ირმა ნადირაშვილი“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.