ესპანეთი ევროპის ჩემპიონია

პუბლიკა

ესპანეთი ევროპის ჩემპიონია. ამ გამარჯვებით „ფურია როხამ“ ევროპის საუკეთესო ნაკრების ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

ესპანეთის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები ძირითად დროში ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ანგარიში 47-ე წუთზე ნიკო უილიამსის გოლით გაიხსნა, 73-ე წუთზე კი ქოულ პალმერის გოლით გათანაბრდა. გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე მიკელ ოირაზაბალმა გაიტანა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი როდრი დასახელდა. ახალგაზრდა მოთამაშედ კი – 17 წლის ლამინ იამალი.

ფინალი გერმანიის დედაქალაქში, ბერლინის ოლიმპიასტადიონზე გაიმართა.