ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესის განცხადებით, ის პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 21 ივნისამდე გახანგრძლივებისთვის მიმართავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს შეზღუდვების ბოლო ეტაპია.
ესპანეთი ერთ-ერთი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, სადაც ვირუსი სწრაფად გავრცელდა და ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 14 მარტს გამოცხადდა.
Reuters-ის ის მონაცემებით, ესპანეთში ახალი კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების 271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ესპანეთში სულ 286 308 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით გარდაცვლილია 27 125 ადამიანი.