ესპანეთში კორონავირუსისგან 113 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

ესპანეთში 113 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – წერს BBC ოფიციალურ პირთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მარია ბრანიასი ბოლო ოცი წელია  ქალაქ ოლოტში, მზრუნველობის სახლში ცხოვრობს. მან 113-ე დაბადების დღე მარტში აღნიშნა.

ბრანიასი რამდენიმე კვირიანი იზოლაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა. მას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აწუხებდა.

გამოჯანმრთელებული პაციენტი სან ფრანცისკოში 1907 წელს დაიბადა. მოესწრო ორ მსოფლიო ომსა და სამოქალაქო ომს. 1918-19 წლებში გადაურჩა ესპანური გრიპის პანდემიას.