საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ეჭვმიტანილია, სავარაუდოდ, გარიგებულ მატჩში მონაწილეობაში. ამის შესახებ მსოფლიოს სპორტული მედიაგამოცემა ESPN წერს და ამბობს, რომ ATP-ის ანტიკორუფციულ ბიუროს ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული აქვს.
ESPN-ის ცნობითვე, გამოძიება რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და მალე უნდა დასრულდეს.
როგორც სპორტული მედიაგამოცემა ამბობს, საუბარია 2016 წელს სავარაუდო გარიგებულ მატჩზე და თუ ეჭვები დადასტურდება, ბასილაშვილს დროებითი ან უვადო დისკვალიფიკაცია ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთელის შესახებ სავარაუდო გარიგებულ მატჩზე ინფორმაცია ESPN-ის ოფიციალურმა, ესპანურენოვანმა გამოცემამ გაავრცელა, ბასილაშვილის ადვოკატის მტკიცებით, ინფორმაცია რუსულმა მედიაპლატფორმა vserosport-მა გაავრცელა.
ავოკატის მტკიცებითვე, რუსული სტატია მთლიანდ იყო დაყრდნობილი ვარაუდებზე და ის არ იყო გადამოწმებული არც ოფიცილურ უწყებებთან და არც თავად ნიკოლოზ ბასილაშვილთან.
„აღნიშნული სტატია მოგვიანებთ რამდენიმე სპორტულმა გვერდმა გადააზიარა, თუმცა ამ დროისათვის ის არცერთ ავტორიტეტულ მედია პლათფორმაზე არ არის განთავსებული. რაც შეხება სტატიაში გამოთქმულ ვარაუდებს, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის იმყოფება დოჰაში და ემზადება ტურნირზე გამოსასვლელად, შესაბამისად, ის არც დისკვლიფიცერებულია და არც სანქციები არ ადევს, ესაა მარტივი ჭეშმარიტება, ყველაფერი დანარჩენი კი ვარაუდი და სპეკულაციაა“, – აღნიშნა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.