ესტონეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებს გმობს

პუბლიკა

ესტონეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს.

„ესტონეთი გმობს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს.ის არღვევს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.” – წერს ესტონეთის საგარეო უწყება X-ზე.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ოფიციალური თბილისი ე.წ. არჩევნებს გმობს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.