ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტალინი უკრაინას Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და საზენიტო-სარაკეტო სისტემების ახალ პარტიას მიაწვდის. ამასთანავე უკრაინაში გაგზავნიან საკვებს საველე პირობებისთვის და სამედიცინო აღჭურვილობას.
„ჩვენ უკრაინას დამატებითი შეიარაღებით მოვამარაგებთ. გავგზავნით ე.წ. მშრალი საკვების 25 000 პაკეტს, სამედიცინო და პერსონალურ აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას, Javelin-ებსა და საზენიტო-სარაკეტო სისტემებს“, – ციტირებს თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივნის, კუსტი სალმის სიტყვებს ესტონური მაუწყებელი.
ესტონეთი უკრაინას შეიარაღებით აქამდეც დაეხმარა. გასულ კვირას მათ უკრაინას Javelin-ების ერთი პარტია მიაწოდეს.