ესტონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პუბლიკა

ესტონეთის პრემიერის კრისტენ მიხალის განცხადებით, უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემენ. მისი თქმით, უკრაინის გადასაწყვეტია მისი მომავალი და ომში მყოფ ქვეყანას ყოველთვის შეუძლია ესტონეთის იმედი ჰქონდეს.

„უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ესტონეთი აგზავნის 10000 საარტილერიო საბრძოლო მასალასა და 750 000 სასურსათო პაკეტს უკრაინელი მებრძოლებისთვის“, – დაწერა მან X-ზე.

მისივე თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უკრაინას მიაწვდიან 100 მილიონ ევროზე მეტის ღირებულების მათ თავდაცვის ინდუსტრიაში წარმოებულ აღჭურვილობას.