ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიციირებას ეხმაურება და წერს, რომ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება „უცხოელი აგენტების” კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა გადასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსით. ის საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას”, – ნათქვამია განცხადებაში.