ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს

პუბლიკა

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მათი ელჩი საქართველოში, მარგე მარდისალუ-კაჰარი თავის მოვალეობას საქართველოში 10 მარტს დაასრულებს და ელჩის თანამდებობაზე სომხეთში დაინიშნება, სადაც ესტონეთი პირველად ხსნის საელჩოს. 

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ელჩის დანიშვნამდე, საქართველოში დროებითი რწმუნებულის მოვალეობას გიტა კალმეტი შეასრულებს.

„პუბლიკა“ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, როდის დაინიშნება საქართველოში ახალი ელჩი, რაზეც გვიპასუხეს, რომ ახალი ელჩის შერჩევის პროცესი საქართველოში ჯერ არ დაწყებულა და ამ ეტაპზე არც იმის თქმა შეუძლიათ, როდის დანიშნავენ ახალ ელჩს.