ეთერიდან მოხსნის მერე, თეონა ბაკურიძე სამსახურიდანაც გაათავისუფლეს

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის  ტელევიზიის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ  წამყვანი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად თეონა ბაკურიძე ავრცელებს. ჟურნალისტი აქვეყნებს ბრძანებასაც, რომლითაც იგი გაათავისუფლეს.

დირექტორის ბრძანებით, თეონა ბაკურიძე  9 მარტიდან ეთერიდან მოხსნეს.