სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და გმობს აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.
„სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკური საბჭო (საბჭოს წევრები), უპირველეს ყოვლისა, ვგმობთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას, – დაუშვებელია სახელმწიფო ძალის ენით ელაპარაკებოდეს საკუთარ მოქალაქეებს!
ამავდროულად, ეთნიკური საბჭო უდიდეს საფრთხეს ხედავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში.
ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, თანასწორუფლებიანობა, სამოქალაქო ინტეგრაცია, ხანგრძლივი მშვიდობა ღირსეული ცხოვრების საფუძვლებია და ყოველივე ამის მიღწევა, დღესდღეობით, შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის პლურალისტური დემოკრატიული მმართველობის პირობებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- სამირა ისმაილოვა, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმა;
- ზაზა კალაშოვი – საქართველოს ქურთული ასოციაცია რონაი;
- არნოლდ სტეფანიანი – მრავალეთნიკური საქართველო;
- რიმა ღარიბიანი – ღია საზღვრები;
- გიორგი ტუმასიანი – საქართველოს სომხური სათემო პლატფორმა;
- ელნურ ალისოი – სოლიდარობის მოძრაობა;
- ალექსანდრე ქავთარაძე – საქართველოს უდიები;
- ჯეიჰუნ მუჰამადალი – წითელი ხიდი;
- რავშან ზიადალიევი – სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი;
- ნაზელი დემურჩიან – სამცხე-ჯავახეთის ქალები მშვიდობიანი საქართველოსთვის;
- მარი არაქელოვა – ქართელ სომეხთა კავშირი.