EU ეპატიჟება ასოცირებულ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ დაწესებულ სანქციებს - გერმანიის ელჩი

პუბლიკა

„ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ მის მიერ დაწესებულ სანქციებს. რას ნიშნავს ეს საქართველოს შემთხვევაში, ანუ რა შეუძლია და უნდა გააკეთოს საქართველომ, არის დისკუსიის საგანი“, – „პირველი არხის“ ცნობით, ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა, შეკითხვას უკრაინის საელჩოს წარმომადგენლის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, საქართველოს თუ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა შეუერთდეს ევროპულ სანქციების რუსეთის წინააღმდეგ და მისივე თქმით, ასეთია ევროპარლამენტისა და ევროკავშირის რეკომენდაცია.

„ევროკავშირი ეპატიჟება ასოცირებულ სახელმწიფოებს, შეუერთდნენ მის მიერ დაწესებულ სანქციებს. რას ნიშნავს ეს საქართველოს შემთხვევაში, ანუ რა შეუძლია და უნდა გააკეთოს საქართველომ, არის დისკუსიის საგანი, რომელსაც ვაწარმოებთ საქართველოს მთავრობასთან. მე ველოდები, რომ ეს დისკუსია წინ წაიწევს და გამოიღებს შედეგს უახლოეს დღეებში“, – განაცხადა ჰუბერ ქნირშმა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ მრგვალ მაგიდაში მონაწილებდა.